Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოდერძი ტაბატაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1962 წელს. 1962-1965წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მაღაროთა სამმართველო "სადახლოს" ინჟინრად, კირქვების და დოლომიტების საამქროს ცვლის უფროსად; 1965-1979წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1977). 1979-1981წწ. - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთნ არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვის და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სექტორის გამგე; 1981-1983წწ. - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ლილოს ნავთობგაზმომპოვებელი სამმართველოს მთავარი ეკონომისტი; 1983-1984წწ. - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე; 1984-1995წწ. - საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" ნორმატიულ-საკვლევი სადგურის უფროსი; 1995-2005წწ. - შპს "ნავთობსამეცნიეროს" ეკონომიკური კვლევების ლაბორატორიის გამგე; 2001 წელს იმყოფებოდა აშშ-ში როგორც საერთაშორისო პროგრამის "ნავთობის შემოსავლების მენეჯმენტის" წევრი; მიღებული აქვს აშშ-ის ალასკის შტატის პარლამენტის ღირსების სერტიფიკატი; წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1991 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 1991-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიისა და ქიმიურ-მეტალურგიული წარმოების ეკონომიკისა და ორგანიზაციის N49 კათედრის დოცენტი; 2006-2017წწ. - ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის N49 მიმართულების პროფესორი. კითხულობდა ლექციების კურსს საწარმოთა ეკონომიკასა და მენეჯმენტში; გამოქვეყნებული ჰქონდა 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, სამეცნიერო სტატიები, სახელმძღვანელოები და სხვა. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი თემატიკა იყო ეკონომიკისა და მენეჯმენტის პრობლემები სამთო საქმისა და გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის დარგში; იყო სამეცნიერო ჟურნალ "საქართველოს ნავთობისა და გაზის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, სარედაქციო კოლეგიის წევრი, მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო სემინარისა და კონფერენციის აქტიური მონაწილე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.311; სამთო ჟურნალი=Mining journal=Горный журнал: სამეცნიერო, საინჟინრო, საინფორმაციო, ანალიზური, რეფერირებადი ჟურნალი. -თბილისი, 2022. -N 1(45). -გვ.122-123 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |