Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები. სწავლობდა მილბრუკის სკოლაში. დაამთავრა პრინსტონის უნივერსიტეტი სამთო ინჟინრის დიპლომით; კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1957 წელს. მსახურობდა არმიაში, მონაწილეობდა კორეის ომში, რისთვისაც ბრინჯაოს ვარსკვლავი დაიმსახურა. სამხედრო სამსახურის შემდეგ, ჯერ იურიდიულ ბიუროში მუშაობდა, შემდეგ კი დასთან, ანა სიდამონ–ერისთავთან ერთად საკუთარი ბიურო გახსნა. პრეზიდენტ კენედის მკვლელობის შემდეგ აქტიურად ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. გახდა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის წევრი და სწრაფად გაიკეთა პოლიტიკური კარიერა. 1965 წელს კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი ნიუ-იორკის მერის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატ ჯონ ლინდსის წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ლინდსმა საავტომობილო მიმოსვლის დარგში თანაშემწედ დანიშნა. ასე გახდა კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის ვიცე-მერი. ამ თანამდებობაზე კარგა ხანს იმუშავა, სამი მთავრობა გამოიცვალა და პენსიაში გასვლამდე ქალაქის მმართველობაში დიდ როლს ასრულებდა. კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი გარემოს დაცვის პრობლემებითაც აქტიურად იყო დაკავებული. ამ საქმეში 1974 წელს გუბერნატორმა მალკოლმ უილსონმა ჩააბა. 1989 წლიდან 1993 წლამდე ნიუ-იორკის რეგიონის (მოიცავდა ნიუ–იორკს, ნიუ–ჯერსის, პუეტრო რიკოს და ვირჯინიის კუნძულებს) გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. ზედამხედველობდა პროგრამებს, რომლებიც აკონტროლებდნენ ჰაერისა და წყლის სისუფთავეს, ინდუსტრიულ ნარჩენებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს, პესტიციდებსა და ოკეანის დაბინძურებას. მიუხედავად იმისა, რომ კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი უცხოეთში დაიბადა და გაიზარდა, ქართული ადათ–ჩვევები და ტრადიციები შეინარჩუნა. ქულაჯასა და ჩოხაში გამოწყობილი ყოველთვის ესწრებოდა სათვისტომოს ღონისძიებებს. საღამოებს, შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა ქართველებს იურიდიული კონსულტაციებითა თუ სამსახურში მოწყობით. 70-იან წლებში, როცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ გატანილი ქართული არქივი პარიზში წყალდიდობამ დააზიანა, მის გადასარჩენად სოლიდური თანხა გაიღო. კონსტანტინე (კონი) ერისთავის ინიციატივითა და დიდი ძალისხმევით 1994 წელს დაარსდა ამერიკული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "საქართველოს ამერიკელი მეგობრები", რომლის დირექტორთა საბჭოს ის სიცოცხლის ბოლომდე თავმჯდომარეობდა. აღმასრულებელ დირექტორად ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავალი, ამერიკელი მწერლის პავლე ჭავჭავაძის შვილიშვილი მარიამ (მარუსია) ჭავჭავაძე დანიშნა. "საქართველოს ამერიკელი მეგობრების" მეშვეობით უამრავი ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და სამედიცინო პროგრამა დაფინანსდა. ორგანიზაცია ძირითადად ქართველთა შედარებით დაუცველ ფენას ეხმარებოდა: მედიკამენტებით, მკურნალობდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს, ასევე მაქსიმალურად ეხმარებოდნენ ხანდაზმულებს. უსახლკარო ბავშვებისთვის თავშესაფარიც ააშენეს. კონსტანტინე (კონი) ერისთავი ბოლომდე ჩართული იყო ყველა საგანმანათლებლო, სამედიცინო, თუ სოციალური დახმარების პროექტში. ორგანიზაციას მისი უფროსი ვაჟი ვაშინგტონელი ადვოკატი, ქართული საქმის ასევე დიდი მოამაგე სიმონ სიდამონ-ერისთავი ხელმძღვანელობს. კონსტანტინე (კონი) ერისთავი საქართველოს შვილებთან ერთად პირველად 1989 წელს ეწვია. ქველმოქმედი. სვიმონ (სიკო) სიდამონ-ერისთავის შვილი. წყარო: ვინ იყო ნიუ-იორკის ქართველი ვიცე-მერი 1967-1973 წლებში? : ოკეანისგაღმელი ერისთავები / თენგიზ ჩობანიძე // საქართველოს რესპუბლიკა.-თბილისი, 2020 30 აპრილი. N59 (8985).-გვ.5
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |