Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სოსო მიქელაძე![]()
Biographyდაამთავრა ბათუმის საზღვაო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1964 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელის (ОВИМУ) ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 1972 წელს. ზღვაში შრომითი საქმიანობა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემებზე დაიწყო, თავდაპირველად ტანკერ «Адлер»-ზე მატროსად, მოგვიანებით კი 1964-1974 წლებში ნოვოროსიისკის სანაოსნოს ტანკერებზე, მათ შორის: «Гданск»-ზე, «Труд»-ზე და «Дружба»-ზე ასრულებდა კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწის მოვალეობებს, პარალელურად კი 1965 წლიდან დაუსწრებლად სწავლობდა ოდესის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში (ОВИМУ) სწავლობდა; 1971 წელს, უკვე გამოცდილი შორეული ნაოსნობის შტურმანი სამშობლოში ბრუნდება და საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოში, კერძოდ ტანკერ «Николоз Бараташвили»-ს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში განაგრძობს; 1973 წელს შორეული ნაოსნობის კაპიტნად დამტკიცების შემდეგ, ტანკერ «Гори»-ს მეთაურობას იბარებს, მომდევნო წლებში კი იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთი გემის კაპიტანია; 1979 წლიდან საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს ჯერ რადიოსალოკაციო სასწავლო ცენტრის კაპიტან-დამრიგებლად, 1982 წლიდან კი ამ ცენტრის ხელმძღვანელად ინიშნება; ნაპირზე საპასუხისმგებლო საქმიანობის მიუხედავად, 1982-1998 წლებში გამოცდილ და სახელგანთქმულ შორეული ნაოსნობის კაპიტანს, კაპიტან-დამრიგებლადაც უხდება საქმიანობა; 1998-2003 წლებში სოსო მიქელაძე საქართველოში ახლად დაარსებული საზღვაო-სასწავლო ცენტრის გენერალური დირექტორია, ერთხანს იგი საქართველოს შორეული ნაოსნობის კაპიტანთა ასოციაციის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |