Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მჟავანაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მუხაესტატი, ქობულეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელის გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტი 1965 წელს; ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (НВИМУ) გემთწამყვანობის ფაკულტეტი. სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ შრომითი საქმიანობა თავდაპირველად სოფელ გვარას კოლმეურნეობის ახალგაზრდული ბრიგადის ბრიგადირად დაიწყო; 1960 წელს, ორწლიანი შრომითი გამოცდილების მქონემ ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელში ჩააბარა მისაღები გამოცდები და გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტის კურსანტი გახდა; 1965 წელს გემთწამყვანის სპეციალობით სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1967 წლამდე სამხედრო სამსახური საზღვაო ავიაციაში გაიარა; 1967 წლიდან კი რიგით მატროსად ცურვა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «Белгород»-ზე დაიწყო; 1968 წლიდან საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძობს, სანაოსნოს ტანკერებზე: «Клайпеда», «Актау», «Дрогобыч», «Адигени» და «Кутаиси»-ზე გაიარა შორეული ნაოსნობის შტურმანობის ყველა ეტაპი მეოთხე თანაშემწეობიდან კაპიტნის უფროს თანაშემწეობამდე, პარალელურად კი ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელში სწავლობდა; 1977 წლიდან, იმჟამინდელი წესისამებრ დამტკიცებული შორეული ნაოსნობის კაპიტანი თამაზ მჟავანაძე საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერების: «Дрогобыч»-ის (1977), «Адигени»-ის (1980-1982), «Тбилиси»-ის (1982-1983), «Василий Киквидзе»-ის(1982-1984), «Цезарь Куников»-ის (1984-1985), «Давид Гурамишвили»-ის (1986-1987) და სხვათა ეკიპაჟებს მეთაურობდა; მისი უკანასკნელი გემი კი ტანკერი - «Нато Вачнадзе» იყო, რომლის ეკიპაჟსაც ყველაზე დიდი ხნის მანძილზე მეთაურობდა - 1988-2000 წლებში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |