Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ფელიქს ბეჟანოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი საბადოთა დამუშავების სპეციალობით 1955 წელს; ყაზახეთის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანურა 1966 წელს. ინსიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა დონეცკის ქვანახშირის აუზის მე-14-17-ე შახტების სამმართველოში უბნის უფროსის მოადგილედ, უფროსად. 1957 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულიკიძის სახელობის სამთო ინსტუტიტში ქანების ფიზიკის ლაბორატორიაში, შემდეგ, ქანების, საშენი მასალების თვისებებისა და ხარისხის კონტორლის განყოფილებაში, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა უფროსი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებსა და კრებულებში. მიღებული აქვს რამდენიმე პატენტი გამოგონებაზე. მისი უშუალო მონაწილეობით და ხელმძღვანელობით შესრულებული საქართველოს სხვადასხვა საბადოების ქანებისა და მადნების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების კვლევის შედეგები შესულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ქანების კადასტრში, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა, როგორც საცნობარო ლიტერატურა ქანების ფიზიკის დარგში. წლების განმავლობაში უთავსებდა ერთმანეთს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე. ქართველი მეცნიერი ქანების ფიზიკის დარგში, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), აკადემიური დოქტორი. წყარო: სამთო ჟურნალი=Mining journal=Горный журнал: სამეცნიერო, საინჟინრო, საინფორმაციო, ანალიზური, რეფერირებადი ჟურნალი. -თბილისი, 2022. -N 1(45). -გვ.124
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |