შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გამცემლიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი მარგი წიაღისეულის გამდიდრების სპეციალობით 1963 წელს. 1963 წლიდან მუშაობდა ქ. ჭიათურაში მაღაროთა სამმართველო "ც.გ.ფ."-ში ცვლის უფროსად; 1964-1966წწ. - თბილისის "საქგიპროშახტი"-ს სამთო განყოფილებაში; 1966 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. გარდაცვალებამდე მუშაობდა გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტში უფროს, წამყვან და მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად. 55 წლის განმავლობაში მუშაობდა მარგი წიაღისეულის გამდიდრების სფეროში. მისი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით ჩატარებული სამუშაოები ძირითადად მიეკუთვნებოდა დალექვის, ფლოტაციის, მძიმე სუსპენზიაში მადნების გამდიდრების კვლევებს, ასევე, პროცესების შესწავლას ავტომატიზაციის თვალსაზრისით. მისი ხელმძღვანელობით აგებულია პროცესების მოდელები და მართვის მაოპტიმიზებული კანონები, რომელთა საფუძველზეც დამუშავებულია ორიგინალური მართვის ხერხები; პროცესებში მონაწილე შემაშფოთებელი და რეჟიმული სიდიდეების შესაფასებლად დამუშავებული აქვს ორიგინალური გამზომი მოწყობილობები, როგორიცაა პულპის სიმკვრივის და მასში თიხოვანი მასალის რაოდენობის გამზომი, დალექვის პროცესში საგების და განსაშრევებელი მასალის გაფხვიერებადობის, ფლოტაციის პროცესში ქაფში მინერალიზაციის რაოდენობის შესაფასებელი. მისი მონაწილეობით მომზადებული ესკიზების საფუძველზე, ნოვოსიბირსკის სამთო-მამდიდრებელი მოწყობილობების სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროში დამუშავებული იქნა პროექტი - სალექი მანქანის წყლის რხევის ამპლიტუდის რეგულირების მექანიზმი, პროცესის გაუჩერებლად. გამდიდრების პროცესებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი, მათგან 30-მდე საავტორო უფლება გამოგონებაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში. მონაწილეობდა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებულ ოთხ ფუნდამენტალურ საგრანტო პროექტში, მათგან სამ გრანტში იყო სამეცნიერო ხელმძღვანელი. წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასარგებლო წიაღისეუბლის გამდიდრების მიმართულებით. სამთო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აკადემიური დოქტორი (1976). წყარო: სამთო ჟურნალი=Mining journal=Горный журнал: სამეცნიერო, საინჟინრო, საინფორმაციო, ანალიზური, რეფერირებადი ჟურნალი. -თბილისი, 2022. -N 1(45). -გვ.121
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |