The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან თურაზაშვილი

ქეთევან თურაზაშვილი
დაბადების თარიღი:29 ივლისი, 1980  (44 წლის)
კატეგორია:იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი 2002 წელს.

2005-2009წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია აღმასრულებელი საბჭოს კოორდინატორი; 2008-2015წწ. შპს "ტელეიმედი", HR სამსახურის უფროსი; 2015-2015წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის სამდივნოს უფროსი; 2015-2015წწ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, იურისტი; 2015-2016წწ. ა(ა)იპ თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის უფროსი HR ექსპერტი; 2016 წელს შპს "საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ" HR დეპარტამენტის დირექტორი; 2016-2017წწ. KTW ჯგუფი - კახური ტრადიციული მეღვინეობა, HR მენეჯერი; 2017 წელს "ახალი ხედვა" HR მენეჯერი; 2017 წელს შემოსავლების სამსახური, HR სამმართველოს უფროსი; 2018-2020წწ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, სასწავლო ცენტრის დირექტორი; 10-02-2021-07-03-2023 საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოს უფროსი; 2023 წლის 21 მარტიდან საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი, წევრი (2023-)
  • საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო ოპოზიცია, წევრი (2023-)

გააზიარე: