შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ტალახაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მოლითი, ხარაგაულის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1969 წელს. მუშაობა დაიწყო თბილისის სრესში და შემდგომი მისი მოღვაწეობა პრაქტიკულად მთლიანად დაკავშირებულია ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის ამ ობიექტთან. იყო საქვაბე-ტურბინების საამქროს რიგითი ინჟინერი, უფროსის მოადგილე, საამქროს უფროსი, ელექტროსადგურის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1985 წლიდან - მთავარი ინჟინერი; 1991 წლიდან - დირექტორი; 1994 წლიდან - ტექნიკური დირექტორი; 1995 წლიდან - "თბილსრესის" გენერალური დირექტორი; 2001 წლიდან გარდაცვალებამდე - ტექნიკური დირექტორი. იყო მრავალი რაციონალიზატორული წინადადების, სიახლეების და გამოგონებების ავტორი. დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელით გარდაბნის ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობაში წვლილის შეტანის გამო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.311-312 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |