The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ტალახაძე

ვახტანგ ტალახაძე
Date of birth:1946
Date of death:2001  (at 55 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მოლითი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1969 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის სრესში და შემდგომი მისი მოღვაწეობა პრაქტიკულად მთლიანად დაკავშირებულია ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობის ამ ობიექტთან. იყო საქვაბე-ტურბინების საამქროს რიგითი ინჟინერი, უფროსის მოადგილე, საამქროს უფროსი, ელექტროსადგურის მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1985 წლიდან - მთავარი ინჟინერი; 1991 წლიდან - დირექტორი; 1994 წლიდან - ტექნიკური დირექტორი; 1995 წლიდან - "თბილსრესის" გენერალური დირექტორი; 2001 წლიდან გარდაცვალებამდე - ტექნიკური დირექტორი. იყო მრავალი რაციონალიზატორული წინადადების, სიახლეების და გამოგონებების ავტორი. დაჯილდოებული იყო საპატიო სიგელით გარდაბნის ღვთისმშობლის ეკლესიის მშენებლობაში წვლილის შეტანის გამო.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.311-312

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: