Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ ტერ-გაზარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ჟელეზნოვოდსკი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 30 წელი ხელმძღვანელობდა ელექტროენერგეტიკისა და ელექტრული მანქანების განყოფილებას. მის მიერ შესრულებული გამოკვლევები დაფუძნებული იყო საიმედო ფაქტორივ მონაცემებზე და გამოირჩეოდა კონკრეტული შედეგებით, რაც ხელს უწყობდა ელექტროენერგიის წარმოებისა და მისი გადაცემის საიმედოობისა და ეფექტიანობის გაზრდას. მან შეასრულა თეორიული გამოკვლევები, რომლის შედეგად არსებულ სტანდარტებში და ნორმატიულ დოკუმენტებში შეტანილ იქნა ცვლილებები. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების გენერატორების არასიმეტირული მუშაობის რეჟიმების ექსპერიმენტული გამოკვლევა. დამუშავდა დანაკარგების გაანგარიშების მეთოდიკა, შეიქმნა ელექტრომაგნიტური ტალღების ფოლადში შეღწევის დადგენის ექსპერიმენტული ლაბორატორიული დანადგარი, ჰიდროგენერატორების პოლუსებში დამატებით კარგვების დადგენის მეთოდოლოგია და სხვა. მისი გამოკვლევების ძირითადი შედეგები გამოქვეყნებულია მრავალრიცხოვან სამეცნიერო-ტექნიკურ სტატიებსა და ოთხ მონოგრაფიაში. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 20-მდე საკანდიდატო დისერტაცია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.313
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |