შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შამილ ფილფანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956-1964წწ. მუშაობა დაიწყო მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე (თერაპევტი, ქირურგი, თვალის ექიმი, მთავარი ექიმის მოადგილე); 1964-1966წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში აკადემიკოს ეგნატე ფიფიას კათედრაზე; ორდინატურის დამთავრების შემდეგ მუშაობას კვლავ აგრძელებს მესტიის რაიონულ საავადმყოფოში მთავარი ექიმის მოადგილედ და ქირურგად; 1968 წელს სამუშაოდ გადავიდა გალის რაიონის სოფ. ოქუმის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ქირურგად; 1974 წლიდან მუშაობა გააგრძელა ოჩამჩირის რაიონულ საავადმყოფოში მთავარი ექიმის მოადგილედ და ქირურგიული განყოფილების გამგედ; აფხაზეთის ომის პერიოდში, მუშაობდა წამყვან ქირურგად ოჩამჩირის სამხედრო ჰოსპიტალში და ქირურგიულ დახმარებას უწევდა ომის წინა ხაზზე დაჭრილ მეომრებს; აფხაზეთის ომის შემდეგ, მუშაობა დაიწყო გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოში ქირურგად; 1995-2005წწ. გადავიდა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში მთავარ ქირურგად, სადაც მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე. მინიჭებული ჰქონდა უმაღლესი კვალიფიკაციის ქირურგის წოდება. ჰქონდა მრავალი სიგელი, ჯილდო და მედალი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.352; ადგილობრივი გაზეთი "ლილე": facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |