The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არტემ ტერ-ხაჩატუროვი

არტემ ტერ-ხაჩატუროვი
დაბადების თარიღი:1884
გარდაცვ. თარიღი:1964  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ნუხა (აზერბაიჯანი).

დაამთავრა გერმანიის ქ. დარმშტადტის უმაღლესი ტექნიკური სკოლა.

მუშაობა დაიწყო ბაქოს ნავთობის სარეწებში. 1911 წელს საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. მონაწილეობდა ქალაქის ცენტრალური ნაწილის ელექტრიფიკაციაში, ტრამვაის ხაზების დაპროექტება-გაყვანაში; ხელმძღვანელობდა თბილისის ელექტრომეურნეობას; 1921-1924წწ. მუშაობდა "საქენერგოში"; 1921 წლიდან კითხულობდა ელტექნიკურ დისციპლინებს თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1928 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტსა და თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ელექტრომექანიკური ფაკულტეტის პირველ დეკანად იყო არჩეული; ხელმძღვანელობდა ცენტრალური ელსადგურების კათედრას; 1930 წელს დაინიშნა ენერგეტიკის ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის უფროსად; 1933 წელს - კვლავ პოლიტექნიკური ინსტიტუტის ცენტრალური ელსადგურების კათედრის გამგეა; 1935 წლიდან მუშაობდა თბილთეცის მშენებლობაზე მშენებლობის მთავარ ინჟინრად; 1942 წლიდან - სამეცნიერო-პედაგოგიურ სამუშაოზე. მას ეკუთვნის 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. 10 წლის მანძილზე იყო თბილისის საბჭოს დეპუტატი. 1947 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.313-314

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: