შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ტიკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩოჩხათი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, სპეციალობით "ელექტრული ქსელები და სისტემები" 1959 წელს. 1959 წელს მუშაობა დაიწყო "საქენერგოპროექტში" ინჟინრად. "საქენერგოპროექტის" "ენერგოქსელპროექტად" რეორგანიზაციის შემდეგ მუშაობდა ქვესადგურების განყოფილებაში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად. მონაწილეობდა მნიშვნელოვანი ობიექტების დაპროექტებაში. 1966 წლიდან მუშაობდა "საქმთავარენერგოს" რელეური დაცვისა და ავტომატიკის ცენტრალურ სამსახურში უფროს ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად, სამსახურის უფროსად. მონაწილეობდა რელეური დაცვისა და ავტომატიკის მოწყობილობების ეტაპობრივი მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის პროცესში. მონაწილეობდა ასევე აღნიშნული მოწყობილობების სრული რეაბილიტაციის პროცესში ციფრული ტერმინალების ბაზაზე. აქტიურად იყო ჩართული ენერგოსისტემის ავარიასაწინააღმდეგო ავტომატიკის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაში, აგრეთვე ოპერატიულ-დისპეტჩერული მართვის სისტემის ("SCADA") მოკვლევით, საპროექტო, სამონტაჟო და გაწყობა-გაშვებით სამუშაოებში. 2006 წლიდან მუშაობს სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" რელეური დაცვისა და ავტომატიკის განყოფილებაში წამყვან ინჟინრად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.314 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |