შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტარიელ ტიკარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტროსადგურების, ქსელების და სისტემების სპეციალობით 1973 წელს. 1973 წელს მუშაობა დაიწყო საწარმო "საქენერგოგაწყობა"-ში გაწყობა-გაშვების საამქროს ინჟინერად, აწარმოებდა ახლადაშენებულ და ექსპლუატაციაში მყოფ ქვესადგურების გაყობა-გაშვებით სამუშაოებს; 1979-1980წწ. - მზომი ხელსაწყოების სარემონტო ჯგუფის უფროსი; 1980-1983წწ. მუშაობდა მოზამბიკში ჰიდრო და ელექტროსადგურებში ელექტროდანადგარების რემონტების და ექსპლუატაციის განხრით; 1984-1996წწ. - "საქმთავარენრგო", პერსპექტიული განყოფილების უფროსის მოადგილე, უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1996-1998წწ. - ინსტიტუტი "ენერგოქსელპროექტი", მთავარი სპეციალისტი; 1999-2011წწ. - სახელმწიფო კომპანია "საქენერგო", შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000", სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რელეური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მეტროლოგიური სამსახურის უფროსი, მთავარი მეტროლოგი, აღრიცხვის ტექნიკური მომსახურების განყოფიელბის უფროსი, კომერციული აღრიცხვის კვანძების ინსპექტირების განყოფილების უფროსი, "SCADA"-ს პროექტის რელეური დაცვის ჯგუფის ინჟინერი; 2011 წლიდან - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საერთაშორისო პროექტების ინჟინერი. ენერგოსისტემაში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა ელექტრომოწყობილობათა მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის, კაპმშენებლობის, პერსპექტიული განვითარების, პროექტების შედგენის და სამინისტროში დამტკიცების პროცესებში. ასევე ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწესრიგებაში და ავტომატური კონტროლის სისტემის დანერგვაში. არის რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.315
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |