The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტარიელ ტიკარაძე

ტარიელ ტიკარაძე
Date of birth:19 March, 1950  (75 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტროსადგურების, ქსელების და სისტემების სპეციალობით 1973 წელს.

1973 წელს მუშაობა დაიწყო საწარმო "საქენერგოგაწყობა"-ში გაწყობა-გაშვების საამქროს ინჟინერად, აწარმოებდა ახლადაშენებულ და ექსპლუატაციაში მყოფ ქვესადგურების გაყობა-გაშვებით სამუშაოებს; 1979-1980წწ. - მზომი ხელსაწყოების სარემონტო ჯგუფის უფროსი; 1980-1983წწ. მუშაობდა მოზამბიკში ჰიდრო და ელექტროსადგურებში ელექტროდანადგარების რემონტების და ექსპლუატაციის განხრით; 1984-1996წწ. - "საქმთავარენრგო", პერსპექტიული განყოფილების უფროსის მოადგილე, უფროსი, მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1996-1998წწ. - ინსტიტუტი "ენერგოქსელპროექტი", მთავარი სპეციალისტი; 1999-2011წწ. - სახელმწიფო კომპანია "საქენერგო", შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000", სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", რელეური დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, მეტროლოგიური სამსახურის უფროსი, მთავარი მეტროლოგი, აღრიცხვის ტექნიკური მომსახურების განყოფიელბის უფროსი, კომერციული აღრიცხვის კვანძების ინსპექტირების განყოფილების უფროსი, "SCADA"-ს პროექტის რელეური დაცვის ჯგუფის ინჟინერი; 2011 წლიდან - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" საერთაშორისო პროექტების ინჟინერი. ენერგოსისტემაში მუშაობის პერიოდში მონაწილეობდა ელექტრომოწყობილობათა მოდერნიზაცია-რეკონსტრუქციის, კაპმშენებლობის, პერსპექტიული განვითარების, პროექტების შედგენის და სამინისტროში დამტკიცების პროცესებში. ასევე ელექტროენერგიის აღრიცხვის მოწესრიგებაში და ავტომატური კონტროლის სისტემის დანერგვაში. არის რამდენიმე რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.315


Share: