The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატალი პაპიაშვილი-შარინგერ

ნატალი პაპიაშვილი-შარინგერ
ოფიციალური სახელი:ნატალი პაპიაშვილი
სხვა სახელი:გალიანო პაპიაშვილი-შარინგერ
დაბადების თარიღი:19 იანვარი, 1986  (39 წლის)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.

დაამთავრა გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი.

წერა ბავშობის ასაკიდანვე დაიწყო, პირველი სერიოზული ნაწარმოები იყო რომანი, 18 წლის ასაკში, რომელიც, ჟურნალ "რეიტინგის" შვილობილ ჟურნალში იბეჭდებოდა, თუმცა ბოლომდე არ დაბეჭდილა, რადგან უსახსრობის გამო ის გამომცემლობა დაიხურა. 19 წლის ასაკში წავიდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა, ფრანკფურტში, გოეთეს სახელობის უნივერსიტეტი, ამავდროულად მუშაობდა ქალაქ Aschafenburg-ში, რათა თავისი სწავლა დაეფინანსებინა. იმ პერიოდშიც წერდა ჩანახატებს და ლექსებს, თუმცა არსად არ დაბეჭდილა, თუ არ ჩავთვლით მის ბლოგს facebook-ზე, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი შემოქმედება. სწავლის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. სამშობლოში დიდი ხანი არ გაჩერებულა და გაემგზავრა ავსტრიაში, სადაც 2010 წლიდან დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს. ავსტრიაში ასევე დაამთავრა ibc ინტერნაციონალური ბიზნეს კოლეჯი და ამჟამად აგრძელებს სწავლას ვიენის უნივერსიტეტში, მისი პირველი სერიოზული ნამუშევარი, რომელიც სავარაუდოდ წიგნად უნდა გამოსულიყო, ქალაქ ბერლინში, როგორც სცენარი, ისე გაიყიდა…. ამჟამად მუშაობს თავის პირველ წიგნზე, რომელიც ქართველი ემიგრანტი "აუ პაიერების" ცხოვრებას ასახავს გერმანიაში, ასევე არის ვიენის ცნობილი ინსტაგრამ ბლოგერი, მისი გამომწერთა რიცხვი 140 000 ათასის გამომწერს აღემატება დააქტივობა დღითიდღე იზრდება. 

წყარო: ამბები საქართველოს გარეთ... : ემიგრანტის დღიური / კრებულის რედაქტორი-შემდგენელი ინგა გოგიბერიძე .-ბათუმო.,2017.-გვ.9-20

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: