შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაალ ბაჩანაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლეჩური, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1980 წელს. ზაალ ბაჩანაშვილის არაერთი გამოფენა წარმატებით მოეწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მხატვრის თითოეული ნამუშევარი უკავშირდება კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას, რომლის არსი, მხატვრის რწმენით, მიწიერი და ყოფითი ცხოვრების ზეციურთან თანაზიარობაა. სწორედ მიწიერი და ზეციური ცხოვრების კავშირისა და ზეციური ნათლის გამომხატველია თეთრი წრე, რომელსაც ხშირად ვხვდებით ზაალ ბაჩანაშვილის ფერწერულ ტილოებში. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა მხატვრის გამოფენა "თეთრი წრე", სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო. წყარო: ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 100-101; მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |