Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რომან ტიტიშოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არკადაკი (სარატოვის გუბერნია). დაამთავრა ვ. ვ. კუიბიშევის სახელობის მოსკოვის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1930 წელს და მიიღო ინჟინერ-ჰიდრო ტექნიკოსის კვალიფიკაცია. სწავლის პერიოდში მუშაობდა რიონჰესზე, სადაც გააგრძელა მუშაობა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ. მუშაობდა უფროსი ტექნიკოსის, უფროსი ინჟინრის, მშენებლობის სამმართველოს საპროექტო განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობებზე. 1936 წელს ხრამჰეს-I-ის მშენებლობის საპროექტო განყოფილების ძალოვანი კვანძის ჯგუფის ხელმძღვანელი; 1938 წლიდან - ელექტროსადგურის სათავე კვანძის სამუშაოთა უფროსი; 1941-1943წწ. - თავდაცვის ობიექტებზე სამუშაოთა მწარმოებელი; 1944 წლიდან - ხრამჰეს-I-ის მშენებლობაზე იმუშავა ელექტროსადგურის საექსპლუატაციოდ ჩაბარებამდე; 1948 წლიდან - სამგორის ჰესების მშენებლობაზე მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1951 წლიდან - სიონის ჰიდროკვანძის მთავარი ინჟინრის მოადგილე და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1955-1956წწ. - ლაჯანურჰესის ცაგერის კვანძის მთავარი ინჟინერი; 1957-1980წწ. - "საქჰიდროენერგომშენი", სამთო სამუშაოების განყოფილების გამგე. მონაწილეობდა ხრამჰეს-2, ენგურჰესის, ჟინვალჰესის მიწისქვეშა ნაგებობათა დაპროექტებასა და მშენებლობაში, აქვეყნებდა სტატიებს ცენტრალურ ჟურნალებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.316 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |