Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბაბილინა ერისთავი-დადეშქელიანი![]()
Biographyბაბილინა ერისთავი იყო ალექსანდრე (ციოყ) დადეშქელიანის მეუღლე. ცხოვრობდნენ ქუთაისში. ექვსი შვილის დედა, წლების განმავლობაში უყვარდა დავით (უჩა) დადიანს. 1910 წელს, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ბაღდათის სატყეოს მმართველი ალექსანდრე (ციოყ) დადეშქელიანი. მის მკვლელობაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო დავით(უჩა) დადიანი და 20 წლიანი კატორღა მიუსაჯა. ალექსანდრე დადეშქელიანის ცოლს, სილამაზით განთქმულ ბაბილინა გიორგის ასულ ერისთავს (1867-1922) და დავით (უჩა) დადიანს ერთმანეთი წლების მანძილზე, ახალგაზრდობიდან უყვარდათ. განაჩენის სენატში გასაჩივრების მერე დავით(უჩა) დადიანი გაათავისუფლეს და ასე დააღწია თავი კატორღას. ბაბილინა ერისთავი-დადეშქელიანი დავით (უჩა) დადიანმა ცოლად შეირთო და 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის მერე, ბათუმიდან კონსტანტინეპოლში გაემგზავრა ბაბილინასთან და მის შვილებთან-დადეშქელიანებთან ერთად, მაგრამ მოხდა ტრაგედია და ბაბილინა კონსტანტინეპოლში ტრამვაიმ გაიტანა. დავით (უჩა) დადიანი პარიზში დასახლდა, იქიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად და გერებს მზრუნველობას უწევდა სიცოცხლის ბოლომდე. კატი დადეშქელიანის დედა. წყარო: ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |