შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციოყ დადეშქელიანი![]()
ბიოგრაფია1910 წელს, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს ბაღდათის სატყეოს მმართველი ალექსანდრე (ციოყ) დადეშქელიანი. მის მკვლელობაში სასამართლომ დამნაშავედ ცნო დავით (უჩა) დადიანი და 20 წლიანი კატორღა მიუსაჯა. ალექსანდრე დადეშქელიანის ცოლს, სილამაზით განთქმულ ბაბილინა გიორგის ასულ ერისთავს (1867-1922) და დავით (უჩა) დადიანს ერთმანეთი წლების მანძილზე, ახალგაზრდობიდან უყვარდათ. განაჩენის სენატში გასაჩივრების შემდეგ დავით (უჩა) დადიანი გაათავისუფლეს, ასე დააღწია მან კატორღას თავი. ბაბილინა ერისთავი-დადეშქელიანი უჩა დადიანმა ცოლად შეირთო და 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის მერე, ბათუმიდან კონსტანტინეპოლში გაემგზავრა ბაბილინასთან და მის შვილებთან-დადეშქელიანებთან ერთად. უჩა დადიანმა ბაბილინას შვილები ჯერ პარიზში ჩამოიყვანა, მერე იქიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანა და მათ მზრუნველობას უწევდა სიცოცხლის ბოლომდე. ამერიკის შეერთებულ შტატებში, უჩა დადიანი ერთხანს მუშაობდა გიორგი მაჩაბლის პარფიუმერულ წარმოებაში, თანამშრომლობდა სათვისტომოებთან. კატი დადეშქელიანის მამა, ბაბილინა ერისთავის მეუღლე. წყარო: ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |