The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ ტოკაჩიროვი

ვიქტორ ტოკაჩიროვი
Date of birth:1907
Date of death:1969  (at 62 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფეოდოსია (ყირიმის ოლქი).

დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით 1931 წელს.

1931-1935წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ნაგებობათა ინსტიტუტში; 1936-1937წწ. - ამიერკავკასიის მუდმივი სამშენებლო გამოფენის განყოფილების გამგე; 1938 წლიდან გარდაცვალებამდე - ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის თბილისის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი: ინჟინერი, უფროსი ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა ხრამჰეს-1-ის, სოხუმჰესის, მინგეჩაურჰესის, ზემო-ყარაბახის სისტემის მიწისქვეშა ნეგებობების გამოკვლევებში. მნიშვნელოვანი ხასიათის ექსპერიმენტული სამუშაოები შეასრულა ხრამჰეს-2-ისა და ენგურჰესის საცდელ მიწისქვეშა გამონამუშევრებში. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1951). 1961 წლიდან - ინსტიტუტის მიწისქვეშა ნაგებობათა სექტორის გამგე. გამოიკვლია ნურეკის, ტოქტოგულის და ჩარვაკის ჰესების მიწისქვეშა ნაგებობები. აქტიურად მონაწილეობდა საგამომგონებლო საქმეში. გამოქვეყნა 50 სამეცნიერო-ტენიკური სტატია. მისი მოხსენებები თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნდა დიდი კაშხლების VIII საერთაშორისო კონგრესის, მთის ქანების მექანიკის I საერთაშორისო კონგრესისა და ევროპის ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს შრომათა კრებულებში. დაამუშავა გვირაბების რამდენიმე პროგრესული კონსტრუქცია და მათი სტატიკური გაანგარიშების მეთოდიკა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.317


Share: