The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თათარყან დადეშქელიანი

ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ დადეშქელიანი
სხვა სახელი:თათარყან დადიშქელიანი
ნიკოლოზ დადიშქელიანი
დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

სვანეთის სამთავროს ნაწილის მმართველი, ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს მფლობელი, ბაბა-ციოყის ძე. 1833 წლის 26 დეკემბერს მიიღო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა. 1834 წელს დაუმტკიცდა მაიორის წოდება, მოინათლა მართლმადიდებლური წესით და დაირქვა ნიკოლოზი. მტრობდა ჩუბეხევის დადიშქელიანებს და 1842 წელს, ახალგაზრდა კონსტანტინე დადეშქელიანის სამეგრელოში ყოფნისას, თავს დაესხა მათ რეზიდენციას სოფელ ფარში. ბრძოლაში დაიღუპა კონსტანტინეს ბებია დიგორხანი, მისი ბევრი ყმა, ხოლო კონსტანტინეს და ტყვედ ჩავარდა. 1843 წელს რუსეთის მთავრობის ზეწოლით თათარყანმა კონსტანტინეს სამფლობელოები დაუბრუნა. ჰყავდა სამი ვაჟი (ოთარი, ჯანსუღი, მოსოსტრი) და ერთი ქალიშვილი (სახელი უცნობია).

წყარო: დადეშქელიანების ამბავი : მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა / თემურ ამყოლაძე.-ქუთაისი,2014.-გვ.572


გააზიარე: