შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ დადეშქელიანი![]()
ბიოგრაფიანიკოლოზ (თენგიზ) მიხეილის (ციოყის) ძე დადიშქელიანი დადიშქელიანების ჩუბახევის შტოს წარმომადგენელი, ციოყ (მიხეილ) დადიშქელიანის შვილი. 1833 წელს რუსეთის მფარველობაში შესვლასთან დაკავშირებით მამამ მართლმადიდებლური წესით მონათლა და ნიკოლოზი დაარქვა. ჰქონდა რუსეთის არმიის როტმისტრის წოდება. 1855 წელს შურისძიების მიზნით ძმასთან, ისლამთან ერთად მოკლა ჯანსუღ დადიშქელიანი. მკვლელობის დაგეგმვასა და განხორციელებაში არ მონაწილეობდა ნიკოლოზის უფროსი ძმა, სვანეთის მთავარი კონსტანტინე დადიშქელიანი, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ დანაშაული სვანეთის ავტონომიის გაუქმების საბაბად გამოიყენა. 1857 წელს, კონსტანტინეს სიკვდილით დასჯის შემდეგ, მისი ძმები სვანეთიდან გადაასახლეს: ალექსანდრე - ირკუტსკში, ნიკოლოზი, ისლამი და ციოყი (მიხეილი) ვიატკაში. ცოლად ჰყავდა პოლიქსელე მიხეილის ასული ბულაცელი. წყარო: დადეშქელიანების ამბავი : მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა / თემურ ამყოლაძე.-ქუთაისი,2014.-გვ.572
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |