The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ დადეშქელიანი

Other name:ოთარ დადიშქელიანი
Date of birth:18??
Date of death:1854
Category:Nobleman

Biography

ოთარ თათარყანის (ნიკოლოზის) ძე დადიშქელიანი იყო სვანეთის სამთავროს ნაწილის მმართველი, ბეჩოს მფლობელი, თათარყან, (ნიკოლოზ) დადიშქელიანის უფროსი ძე. 1833 წელს, სვანეთის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღებასთან დაკავშირებული შეთანხმების მიხედვით თათარყანის სამფლობელო, ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს თემები ოთარს უნდა დარჩენოდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ეცერი და ცხუმარი უმცროს ძმას  ჯანსუღს დაუთმო. მეორე ცოლად ბალყარელი ქალის, მინათ ურუსბიევის შერთვის შემდეგ ოთარმა ქრისტიანობაზე უარი თქვა და ისლამი მიიღო, შვილებიც მუსლიმური წესით მონათლა, ამის გამო 1857 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ოთარის ვაჟებს - ლევანს, ისლამს, ბექირბის და ციოყს  სვანეთში ცხოვრება აუკრძალა და დადიშქელიანის ნაცვლად ოთაროვების გვარი დაუმტკიცა, მათი სამფლობელო კი მათ ბიძაშვილს თენგიზ (ნიკოლოზ) ჯანსუღის ძეს გადასცა.

წყარო: დადეშქელიანების ამბავი : მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა / თემურ ამყოლაძე.-ქუთაისი, 2014.-გვ.572


Share: