The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯანსუღ დადეშქელიანი

სხვა სახელი:ჯანსუღ დადიშქელიანი
დაბადების თარიღი:1810
გარდაცვ. თარიღი:1855  (45 წლის ასაკში)
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ჯანსუღ თათარყანის (ნიკოლოზის) ძე დადიშქელიანი იყო სვანეთის სამთავროს ნაწილის მმართველი, ეცერ-ცხუმარის მფლობელი. თათარყან (ნიკოლოზ) დადიშქელიანის უმცროსი ძე. 1842 წელს მამასთან ერთად გაილაშქრა ჩუბეხევის დადიშქელიანების წინააღმდეგ. ჯანსუღმა ცეცხლს მისცა კოშკი, რომელშიც ჩუბეხევის მეურვე - დიგორხანი იყო გამაგრებული. 1833 წელს, სვანეთის სამთავროს რუსეთის მფარველობაში მიღებასთან დაკავშირებული შეთანხმების  მიხედვით თათარყანის სამფლობელო, ეცერ-ცხუმარ-ბეჩოს თემები, მის უფროს ვაჟს, ოთარს უნდა დარჩენოდა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ 1849 წელს, ძმებმა მემკვიდრეობა გაიყვეს, ეცერი და ცხუმარი ჯანსუღს ერგო. 1851 წლის აპრილში ოთართან ერთად ჩუბეხეველ დადიშქელიანებთან ზავი შეკრა, მაგრამ ამით ნათესავებს შორის მშვიდობა არ დამყარებულა. 1855 წლის აპრილში, სოფელ ლახმურთან ჯანსუღი მოკლეს ჩუბეხეველი კონსტანტინე დადიშქელიანის ძმებმა - თენგიზმა და ისლამმა. შეტაკებაში ჯანსუღის შვილი, თენგიზი (ნიკოლოზი) დაიჭრა და სამეგრელოში გაქცევით უშველა თავს, მისი სამფლობელო ჩუბეხეველმა დადიშქელიანებმა დაიკავეს. 1857 წელს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეცერი, ცხუმარი და ბეჩო თენგიზ ჯანსუღის ძეს უნდა დამტკიცებოდა, თუმცა სვანეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ დადიშქელიანები რიგით მემამულეებად იქცნენ.

წყარო: დადეშქელიანების ამბავი : მე-19 საუკუნის ქართული ქრონიკა / თემურ ამყოლაძე.-ქუთაისი,2014.-გვ.572


გააზიარე: