The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ხვთისიაშვილი

ალექსანდრე ხვთისიაშვილი
დაბადების თარიღი:27 მარტი, 1975  (50 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ტექნიკური ექსპერტის სპეციალობით 1996 წელს; საქართველოს საბაჟო აკადემია, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 2008 წელს.

1997-2000წწ. მუშაობდა ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, სამმართველოს უფროსი; 2000 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2000-2004წწ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველოს მრჩეველი; 2004-2006წწ. - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩეველი; 2006-2009წწ. საერთაშორისო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩეველი, სამმართველოს უფროსი, დირექტორის მოადგილე; 2009-2010წწ. ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი; 2010-2011წწ. იყო საქართველოს მუდმივი მისიის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის, უფროსი მრჩეველი; 2011-2014წწ. საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი მისია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, უფროსი მრჩეველი; IMO – ში საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენელი; 2014-2015წწ. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2015-2018წწ. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი; 2018 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.ge


გააზიარე: