The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ტუხაშვილი

გიორგი ტუხაშვილი
Date of birth:1923
Date of death:1991  (at 68 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოფიზიკური დაზვერვის სპეციალობით 1949 წელს და მიენიჭა გეოლოგ-გეოფიზიკოსის კვალიფიკაცია.

1941 წელს მეორე მსოფლიო ომში მოხალისედ წავიდა. 1943 წელს დემობილიზებული იქნა, როგორც ომში სამჯერ დაჭრილი მეორე ჯგუფის ინვალიდი. 1949 წელს მუშაობა დაიწყო "საქნავთობის" სისტემაში რიგით და ხელმძღვანელ თანამდებობებზე. წლების განმავლობაში იყო ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" მთავარი ინჟინერი და მმართველის მოადგილე. იყო პერსონალური პენსიონერი. დაჯილდოებული იყო როგორც საბრძოლო, ასევე შრომითი ორდენებითა და მედლებით. გამოქვეყნებული ჰქონდა სამეცნიერო ნაშრომები და სტატიები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.319

Awards and Honors

  • საქართველოს საპატიო მენავთობე
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: