The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეილა ურუშაძე

ლეილა ურუშაძე
Date of birth:21 June, 1938  (86 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ოზურგეთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტროსადგურები, ქსელები და სისტემები" 1961 წელს.

მუშაობა დაიწყო ყაზახეთში ალმა-ატის თბოელექტროსადგურში. 1962 წლიდან მუშაობდა "საქკვებმრეწვის" საპროექტო ინსტიტუტში ინჟინრად. იმავე წელს გადავიდა სამუშაოდ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ ინჟინრის, უფროსი ინჟინრის, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე. 1971 წელს დაამთავრა ასპირანტურა. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1984). 2004 წლიდან აკადემიური დოქტორი. მის საქმიანობას განეკუთვნება მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი ტექნიკის ბაზაზე ელექტროსისტემის ოპტიმალური დაგეგმარება-დაპროექტება და ენერგეტიკის ეკოლოგიური პრობლემები, მაღალი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების რთულ და მთაგორიან ტრასებზე ანძათა განლაგების ავტომატიზებული დაპროექტების მეთოდი, რომელიც საკავშირო ინსტიტუტმა "ენერგოქსელპროექტმა" სახელმწიფო პროგრამაში "ავტომატიზებული დაპროექტების სისტემების" ძირითად ბლოკში, "ელექტროგადამცემი ხაზების ავტომატიზებული სისტემა" (ACR-35-500კვ) შეიტანა, როგორც ერთ-ერთი რგოლი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო დონის სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში, შესრულებული აქვს ოპტიმალური დაპროექტების შესახებ 22, ხოლო ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემებზე 25-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი. დაჯილდოებულია ენერგეტიკის საკავშირო სამინისტორის საპატიო სიგელით, დარგში თავდადებული მუშაობისათვის. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, 2007 წელს გამოეცხადა მადლობა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.320


Share: