The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ბაღდავაძე

ნანა ბაღდავაძე
Date of birth:11 February, 1959  (66 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებლის ფერწერისა და პედაგოგიკის ფაკულტეტი (ალ. ვეფხვაძის სახელოსნო), შემდგომ სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი (უჩა ჯაფარიძის სახელოსნო).

სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ დაიწყო პედაგოგად მუშაობა ფერწერის კათედრაზე 1990 წლამდე, სანამ მიწვევით არ მოხვდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მხატვარმა აშშ - ს მუდმივი ბინადრობის უფლება მიიღო "ექსტრაორდინალური მონაცემების მხატვარის" სტატუსით და გახდა აშშ-ის მოქალაქე 1999 წელს. ამის შემდგომ მუშაობას შეუდგა ფერწერის პედაგოგად ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსპერიმენტულ კოლეჯში, სიეტლის ხელოვნების მუზეუმში, SAM, Frye Art Museum ფრაი ხელოვნების მუზეუმში, Pratt Fine Art Center, Seattle, პრატის სახვითი ხელოვნების ცენტრში, Bellevue Art Museum - ბელვიუს ხელოვნების მუზეუმში, და Hill Center -ჰილის ცენტრში, ვაშინგტონში, აგრეთვე  ჩაატარა მასტერკლასები და ვორქშოფები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ნ. ბაღდავაძე ფართოდ არის ცნობილი დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურების სიმბოლურად ამსახველი ფერწერით, და ამავე დროს პორტრეტებით და ფიგურატული ტილოებით. მისი ნამუშევრები შეტანილია მსოფლიოს მრავალ კოლექციაში. მათ შორის: NASA GSFC - ნასას გოდარდის კოსმოსური ფრენის ცენტრში, ამერიკის საელჩოში კვიპროსში, კანზასის უნივერსიტეტში, სიეტლის შვედეთის ინსტიტუტში, ფრედ ჰაჩინსონის კვლევით ცენტრში, სიეტლში, ამერიკის მუნიციპალური სამართლის ოფიცრების ეროვნულ ინსტიტუტში ვაშინგტონში, ორეგონის შტატის სამთავრობო ცენტრში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ასევე კერძო კოლექციებში, როგორიცაა: Samuel & Althea Stroum, Katherine Bullitt, Harriet Bullitt, Margaret Bullitt, John & Julie Gottman, Frances Sellers Collins & Diana Baker, Delphine & Charles Stevens, Paul W. Skinner of Skinner Foundation, Christopher Larson, და სხვები. ხელოვანი მრავალი შოუს კურატორია, მათ შორის "სილამაზე გადაარჩენს სამყაროს", ვაშინგტონის ხელოვნების კლუბში, ისტორიულ პრეზიდენტ მონროს სახლში. საქართველოში აყალიბებს კროსდისციპლინურ პლატფორმას, რათა შექმნას დიალოგი ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებს შორის. ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. ვაშინგტონში. ქართველ-ამერიკელი მხატვარი.


Share: