The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რენო ურუშაძე

დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:2012  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1957 წელს.

მუშაობა დაიწყო რუსეთის ფედერაციის ქ. იაროსლავში. 1970-1972წწ. იყო ქ. ოზურგეთის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე; 1973-1993წწ. მუშაობდა ოზურგეთის ელექტრული ქსელების დირექტორად. უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოზურგეთის ელექტრული ქსელების ტექნიკური გადაიარაღებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს. 1994 წლიდან - სს "ბჟუჟა ჰესის" დირექტორი, შემდეგ, სამეთალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლიდან გარდაცვალებამდე - "საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის" კონსულტანტი. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.320

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების ორდენი

გააზიარე: