The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ უფლისაშვილი

ნუგზარ უფლისაშვილი
დაბადების თარიღი:12 ივლისი, 1949
გარდაცვ. თარიღი:10 აგვისტო, 2025  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თეთრიწყარო.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1971 წელს.

მუშაობა დაიწყო ხრამის ჰესების კასკადზე მორიგე ინჟინრად, შემდეგ, ელექტრო ლაბორატორიის სარელეო დაცვისა და ავტომატიკის ინჟინრად; 1974-1978წწ. - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერ სამსახურის დისპეტჩერი, უფროსი დისპეტჩერი; 1978-1980წწ. - მშენებარე ენგურჰესის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1980-1983წწ. - სახელმწიფო ინსპექცია; 1983-1985წწ. - შაორი-ტყიბულის ჰესების კასკადის დირექტორი; 1987 წელს - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე, ჰიდროტექნიკური სამსახურის უფროსი; 1988 წლიდან - ხრამჰესის კასკადის დირექტორი; 2000 წელს - "AES-ხრამის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2000-2004წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2004-2007წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტრო ენერგეტიკის დეპარტამენტი; 2007-2014წწ. - კომპანია "აუდიტ-შემეცნება", ექსპერტი; 2014 წლიდან - "საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია". ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის, ენერგეტიკის, სარელეო დაცვისა და ავტომატიკის პრობლემებზე. ენერგეტიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.321; ინტერპრესნიუსი: interpressnews.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი
  • ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: