The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რომან უშვერიძე

რომან უშვერიძე
Date of birth:1934
Date of death:2005  (at 71 years)
Category:Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1956 წელს.

მუშაობდა ტყვარჩელსრესში, რიონჰესში, შაორჰესში რიგითი ინჟინრიდან საწარმოს უფროსის თანამდებობამდე. 1962 წელს მუშაობდა "საქმთავარენერგოს" ქუთაისის ელექტროქსელში სხვადასხვა თანამდებობებზე. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას ქ. ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. 1980 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ქუთაისის ელექტროქსელის გენერალური დირექტორი; 1983 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ენერგოგასაღებისა და ზედამხედველობის საწარმოს დირექტორი, კოლეგიის წევრი; 1992-1993წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველი; 1994 წლიდან - დეპარტამენტ "საქენერგოს" თავმჯდომარის მოადგილე ეკონომიკის დარგში; 1998-2004წწ. - საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნული კომისიაში აპარატის აღმასრულებელი დირექტორი. იყო სამთავრობო კომისიების წევრი ენერგეტიკის საკითხებში; მონაწილეობდა მრავალ საკავშირო და საერთაშორისო სიმპოზიუმებში; იყო არაერთი ნოვაციისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი, რომელთა უმრავლესობა წარმოებაში დაინერგა.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.321-322


Share: