შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
უჩა უჩანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპეციალობით "ელექტრული სადგურები" 1994 წელს და მიიღო ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. მუშაობა დაიწყო დეპარტამენტ "საქენერგოს" ოპერატიული მართვისა და ენერგიის განაწილების ცენტრის სადისპეტჩერო სამსახურში დისპეტჩერად; 1996 წლიდან - "საქენერგოს" ცენტრალური სადისპეტჩერო სამსახურის უფროსი დისპეტჩერი; 2002 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მთავარი დისპეტჩერი; 2004-2005წწ. - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მართვის მენეჯერი; 2005-2008წწ. - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დისპეტჩერიზაციის აღმასრულებელი მენეჯერი; 2008 წლიდან - სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს წევრი; 2019 წლიდან - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე; 1998 წელს გაიარა სტაჟირება ამერიკის შეერთებულ შტატებში; 2000-2012წწ. მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებში გამართულ კონფერენციებსა და თათბირებში. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.322 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |