შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ფარესიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1969 წელს. 1968 წლიდან მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის თბოტექნიკის კათედრაზე; 1970 წლიდან - "საქმთავარენერგოში" რიგით ინჟინრად, თბოტექნიკური სამსახურის უფროსად; 1979 წლიდან - საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტში მრეწველობის განყოფილებაში ინსტრუქტორი, კურირებდა ენერგეტიკას; 1987-1993წწ. - "საქმთავარენერგოს" უფროსის მოადგილე; 1993-1995წწ. - კონცერნ "ძელქვას" გენერალური დირექტორი; 1996 წლიდან - საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განყოფილების უფროსი; 1997 წლიდან - სკ "საქენერგოში" გენერალური დირექტორის მოადგილე; 1998-2002წწ. - სს "ელექტროგადაცემის" გენერალური დირექტორის მოადგილე; 2002-2004წწ. - შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში" საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი; 2004-2005წწ. - ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტში სამსახურის უფროსი; 2006-2009წწ. დაკავებული იყო კერძო ბიზნესით; 2009-2010წწ. - სს "თბილსრესის" საწარმოო-ტექნიკური განყოფილება. მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები და სერტიფიკატი ენერგეტიკის რეფორმების საკითხებზე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.323
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |