The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე

ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე
Legal name:ნანული ცაგარეიშვილი
Date of birth:8 March, 1929
Date of death:20 October, 2004  (at 75 years)
Burial location:კრწა­ნი­სის ყო­ფი­ლი სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­, თბილისი
Category:Translator, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1960-70-იან წლებში ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე იყო ჟურნალ "საქართველოს ქალის" თანამშრომელი. მან დააარსა და ხელმძღვანელობდა საერთაშორისო მოძრაობა "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის", ასევე რედაქტორობდა ჟურნალს "მშვიდობა ყველას". ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე ძირითადად საქველმოქმედო ღონისძიებებით იყო დაკავებული. 1990-იანი წლების ბოლოს ის ხელმძღვანელობდა კამპანიას უცხოელთა მიერ ქართველ ბავშვთა შვილად აყვანის წინააღმდეგ, ვინაიდან, მისი აზრით, ეს საფრთხეს უქმნიდა ისედაც მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობას. ეწეოდა ჟურნალისტურ და მთარგმნელობით საქმიანობას; რუსულიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი აქვს ი. ბუნინის, ლ. ტოლსტოის და სხვათა მხატვრული ნაწარმოებები.

წყარო: საქართველოს პირველი ქალბატონები / ჯაჯანიძე, ე. (ელენე). - თბ., 2013 : სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი

Bibliography


Share: