The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ფერაძე

ოთარ ფერაძე
დაბადების თარიღი:1923
გარდაცვ. თარიღი:1998  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1945 წელს.

1946 წელს დაიწყო მუშაობა ინსტიტუტ "თბილჰიდროპროექტში" და მონაწილეობდა ცალკეული ობიექტების დაპროექტებაში. 1974 წლიდან იყო "თბილჰიდროპროექტის" ელექტროტექნიკური განყოფილების უფროსი. 1968-1998წწ. ხელმძღვანელობდა ენგურჰესის, ვარციხეჰესის, ჟინვალჰესის კომპლექსური ჰიდროკვანძის და სხვა ობიექტების პროექტების ტექნიკური ნაწილის დამუშავებას. მისმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ჰიდროენერგორესურსების ათვისებასა და ჰიდროენერგეტიკის განვითარების საქმეში. მიღებული ჰქონდა საკავშირო და რესპუბლიკის მთავრობის ჯილდოები და სიგელები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.325

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: