შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ფირანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1966 წელს და მიენიჭა სამთო ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია. 1958-1960წწ. მუშაობდა სნოსთან არსებულ მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურში მორიგე ელექტრომონტიორად; 1967 წლიდან - "თბილმეტრომშენში" ელექტრომექანიკოსის სპეციალობით; 1969-1977წწ. - "საქმთავარენერგოს" ყაზბეგის ელქსელებში ექსპლუატაციის და უსაფრთხოების ტექნიკის უფროს ინჟინრად; 1977 წლიდან - "საქმთავარენერგოს" ყაზბეგის ელექტროქსელის მთავარი ინჟინერი; 1996-1998წწ. - ელ. ენერგიის გადაცემის და რეალიზაციის ყაზბეგის დირექციის დირექტორი; 1998-2004წწ. - სახელმწიფო კომპანია "ელექტროგადაცემის" ყაზბეგის საქსელო საწარმოს დირექტორი; რეორგანიზაციის შემდეგ, 2004-2008წწ. - ყაზბეგის საქსელო რაიონის უფროსი; 2008 წლიდან - 110/10კვ. ქვესადგურ "ყაზბეგის" უფროსი. ყაზბეგის მაღალმთიან რეგიონში მისი მუშაობის პერიოდში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 110/10კვ. ქ/ს-ბი "გუდაური", "ყაზბეგი", ასევე 110/10კვ. ელ. გადამცემი ხაზები "გუდაური-2" და "დარიალი", შეიქმნა ყიზლარის საქსელო რაიონი, ერთი 110/10კვ. და ორი 35 კვ. ქვესადგურებით, 1500 კმ. სიგრძის 110-35-10-0.4 კვ. ელ გადამცემი ხაზებით და 10/0.4კვ. სიმძლავრის ქვესადგურებით. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო და მრავალი მადლობა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.325-326
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |