The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ფირცხალაიშვილი

დაბადების თარიღი:1936  (89 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1960 წელს.

მუშაობა დაიწყო ქარხანა "ელექტროშედუღებაში" ინჟინერ-ტექნოლოგად. 1961 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვას" ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ინჟინრად, უფროს ინჟინრად, ელექტრონული გამოთვლითი მანქანების კონსტრუირებისა და დანერგვის ჯგუფის ხელმძღვანელად; 1976-1988წწ. - მთავარი ინჟინერი-დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; მისი მონაწილეობით სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება "ელვა"-ში დაპროექტდა გამოთვლითი ტექნიკის სპეციალიზებული საშუალებები და დაინერგა სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში; მონაწილეობდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტექნილოგიური პროცესების ავტომატური მართვის სისტემის სხვადასხვა კვანძის დაპროექტებაში და ობიექტზე დანერგვაში; 1988 წლიდან - "ქარენერგოს" საქართველოს ფილიალის დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ქვეყანაში ქარის ელექტროსადგურის ცალკეული დანადგარების პროექტირება, დამზადება და მათი ობიექტებზე დანერგვა. ამით დასაბამი მიეცა საქართველოში ალტერნატიული ენერგეტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას; 1991 წლიდან მუშობდა საწარმოო გაერთიანება "ორიონის" გენერალურ დირექტორად; 1993 წლიდან - ქარხანა "პროგრესის" დირექტორად; ქარხანა აწარმოებდა იმ დროისათვის მოწინავე პროგრამულ საფუძველზე და წარმატებულ ტექნილოგიებზე აგებულ გამოთვლითი ტექნიკის საშუალებებს; 1999 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აღმასრულებელი დირექტორი, სერტიფიკაციის ცენტრისა და დეპარტამენტის უფროსი, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის სფეროში მთავარი სპეცილისტი. გამოქვეყნებული აქვს 22 სამეცნიერო ნაშრომი. აქვს 4 გამოგონება.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.326

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

გააზიარე: