შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ფრანგიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი 1966 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია. 1960 წლიდან მუშაობდა სამტრედიის წევის ქვესადგურის ელექტრომონტიორად; 1966-1971წწ. - სამტრედიის ენერგომომარაგების უბნის უფროსი ელექტრომექანიკოსი, უფროსი ინჟინერი, მთავარი ინჟინერი; 1971 წლიდან - საგზაო ელექტროტექნიკური ლაბორატორიის უფროსი ელექტრომექანიკოსი, ელექტრომომარაგების სამსახურის უფროსი ინჟინერი, ტექნიკური განყოფილების უფროსი, მთავარი ინჟინერი, სამსახურის უფროსის მოადგილე; 1989-1997წწ. - ელექტრომომარაგების სამსახურის უფროსი; 1997-2004წწ. - ელექტრომომარაგების სამსახურის საექსპლუატაციო განყოფილების უფროსი; 2007-2013წწ. - შპს "მარაბდა კარწახის" ელექტრომომარაგების მეურნეობის მენეჯერი, სამმართველოს უფროსი. მისი ხელმძღვანელობით ეტაპობრივად შესრულდა სამუშაოები რკინიგზის ისეთ მნიშვნელოვან ობიექტებზე, როგორიცაა სამტრედიისა და თბილისი მახარისხებლის ურთულესი სარკინიგზო კვანძების ელექტრომომარაგების გადაიარაღება, სურამის უღელტეხილზე მატარებელთა მოძრაობისათვის მალიმიტირებელი გადასარბენების მეორე ლიანდაგების მშენებლობა, მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის რეაბილიტაცია და სხვა. 1989-1993წწ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეგიდით აფხაზეთის რეგიონებში საომარი მოქმედებისაგან დაზიანებული რკინიგზის ელექტრომეურნეობის აღდგენის უშუალო მონაწილე. სომხეთში მასის-ერევან-სევანისა და იჯევან-რაზდანის სარკინიგზო მაგისტრალებზე ელექტრიფიკაციის სამუშაოების დროულად და წარმატებით ჩატარებისათვის დაჯილდოებული იყო სომხეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სიგელით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.328 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |