შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოლანდა კაკაბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. კიტო, ეკვადორი. ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი, დაიბადა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში. მისი ბაბუა ეკვადორში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სამ შვილთან ერთად წავიდა. იოლანდა კაკაბაძე არის მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი გარემოსდაცვითი ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებში. იოლანდა კაკაბაძე თავდაპირველად განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობდა კიტოს უნივერსიტეტში, თუმცა სწავლის დასრულების შემდგომ ის აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვით ღონისძიებებში. არასამათავრობო სექტორში აქტიური საქმიანობის პარალელურად, ის გარკვეული პერიოდი საჯარო სექტორშიც მოღვაწეობდა და 1988-2000 წლებში ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრი იყო. გარდა ამისა, 1996-2004 წლებში ქართველი გარემოსდამცველი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) პრეზიდენტი და ამავდროულად, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მმართველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2010-2017 წლებში კი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტი იყო, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი ბუნების დამცველი ორგანიზაციაა 5 მილიონი მხარდამჭერით მთელი მსოფლიო მასშტაბით და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში. იოლანდა კაკაბაძე აქტიურად მუშაობს გარემოს შენარჩუნებისა და მდგრადობისთვის. წყარო: იოლანდა კაკაბაძე - ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2019. 11 დეკემბერი.- N244 (8910).- გვ. 2
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |