The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იოლანდა კაკაბაძე

იოლანდა კაკაბაძე
Other name:იოლანდა კაკაბაძე-ნავარო
Date of birth:15 September, 1948  (76 years)
Category:Biologist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კიტო, ეკვადორი.

ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი, დაიბადა ეკვადორის დედაქალაქ კიტოში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში. მისი ბაბუა ეკვადორში მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სამ შვილთან ერთად წავიდა. იოლანდა კაკაბაძე არის მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი გარემოსდაცვითი ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურა მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის საკითხებში. იოლანდა კაკაბაძე თავდაპირველად განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობდა კიტოს უნივერსიტეტში, თუმცა სწავლის დასრულების შემდგომ ის აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვით ღონისძიებებში. არასამათავრობო სექტორში აქტიური საქმიანობის პარალელურად, ის გარკვეული პერიოდი საჯარო სექტორშიც მოღვაწეობდა და 1988-2000 წლებში ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრი იყო. გარდა ამისა, 1996-2004 წლებში ქართველი გარემოსდამცველი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) პრეზიდენტი და ამავდროულად, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (WRI) მმართველთა საბჭოს წევრი, ხოლო 2010-2017 წლებში კი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტი იყო, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი ბუნების დამცველი ორგანიზაციაა 5 მილიონი მხარდამჭერით მთელი მსოფლიო მასშტაბით და წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში. იოლანდა კაკაბაძე  აქტიურად მუშაობს გარემოს შენარჩუნებისა და მდგრადობისთვის.

წყარო: იოლანდა კაკაბაძე - ქართული წარმოშობის ეკვადორელი ბუნებისდამცველი // საქართველოს რესპუბლიკა. თბილისი, 2019. 11 დეკემბერი.- N244 (8910).- გვ. 2


Share: