The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ქანდარია

ალექსანდრე ქანდარია
Date of birth:1909
Date of death:1990  (at 81 years)
Category:Public official, Engineer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სენაკის რაიონი.

დაამთავრა სენაკის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი; თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1937 წელს.

1928-1932წწ. მუშაობდა პედაგოგად მარტვილის რაიონში, სერგიეთის სკოლის დირექტორად.; ტყვარჩელ სრესში; 1943 წელ დაინიშნა საქართველოს კომპარტიის ტყვარჩელის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივნად; წლების მანძილზე მუშაობდა სოხუმის, ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მეორე მდივნად, სოხუმის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ; იყო საქართველოს კომპარტიის ცკ წევრი, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი; 1956 წელს დაინიშნა სოხუმჰესში. ელექტროსადგური სრულად იქნა ავტომატიზებული, დასახლების ყოფითი პირობები გაუმჯობესებული; 1963 წლიდან მუშაობდა სოხუმის ელექტროქსელების დირექტორის მოადგილედ; მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა ქსელის განვითარებას, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, კითხულობდა ლექციებს, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას; 1980 წლიდან იყო პერსონალური პენსიონერი; განაგრძობდა მუშაობას ელექტროქსელებში. დაჯილდოებული იყო საკავშირო და რესპუბლიკური სიგელებით, მედლებით, ორდენებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.332

Member of Organizations

  • საქართველოს ენერგეტიკული მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, პრეზიდიუმის წევრი, აფხაზეთის საზოგადოების თავმჯდომარე

Awards and Honors

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი

Share: