The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ ქარჩხაძე

ვახტანგ ქარჩხაძე
Date of birth:1925
Date of death:2004  (at 79 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ვანის რაიონი.

1945 წელს მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" აღმოსავლეთის ქსელების ქვესადგურ "ავლაბარში" მორიგე მონტიორის თანაშემწედ; 1947 წლიდან - თბილისის თეცში მთავარი მართვის ფარის მორიგე ელექტრიკოსი, ლაბორატორიის ოსტატი, ინჟინერი; 1954-1961წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე წარმოებისაგან მოუწყვეტლად; 1955-1963წწ. - "საქსოფლენერგოს იგოეთჰესის" დირექტორი; 1963-1965წწ. - "საქმთავარენერგოს" მარნეულის ელექტროქსელის მთავარი ინჟინერი; 1965-1980წწ. - "საქმთავარენერგოს გორის ელექტროქსელების" დირექტორის მოადგილე; 1980 წლიდან - "საქმთავარენერგოს" სოფლის ელექტროფიკაციისა და გამანაწილებელი ქსელების სამსახურის უფროსის მოადგილე. 1992 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ გარდაცვალებამდე მუშაობდა 35-100კვ გამანაწილებელი ქსელების სამსახურის წამყვან ინჟინრად. იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას. სხვადასხვა პერიოდში იყო კომკავშირის კომიტეტის მდივანი, პარტიული კომიტეტის მდივანი, პროფკავშირის თავმჯდომარე, სახალხო სასამართლოს მსაჯული. არჩეული იყო კასპის რაიონის მშრომელთა დეპუტატების იგოეთის სასოფლო საბჭოს დეპუტატად.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.334

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ენერგეტიკოსი

Share: