შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯოკია ფილფანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლენჯერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებელი; საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიული სკოლა 1951 წელს. მუშაობდა მესტიის რაიონის განათლების განყოფილების გამგის თანამდებობაზე; აირჩიეს პარტიის მესტიის რაიკომის მესამე მდივნად, სადაც იმუშავა წლების განმავლობაში; 1960 წელს გადაიყვანეს მესტიის რაიკომის თავმჯდომარედ; 1970 წელს გადაიყვანეს მესტიის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილედ და საგეგმო კომისიის თავმჯდომარედ, სადაც ამ თანამდებობაზე საპენსიო ასაკამდე იმუშავა. პარტიული და სახელმწიფო მუშაკი. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.355
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |