შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ქევხიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კალაური, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი 1979 წელს. 1979-1981წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, ასისტენტი; 1982-1985წწ. - მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი, ენერგოფიზიკური ფაკულტეტი, ასპირანტი; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985); 1986-1987წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, ასისტენტი; 1987-2006წწ. - დოცენტი; 2006-2021წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, პროფესორი; 2021 წლიდან - ენერგეტიკის ფაკულტეტი, პროფესორი; წლების მანძილზე კითხულობს ლექციებს კათედრის მაპროფილებელ დისციპლინებში; სამეცნიერო შრომების ავტორი, მათ შორის, 3 სახელმძღვანელოსი და მეთოდური მითითებების; მისი სამეცნიერო კვლევების სფეროებია: არასტაციონარული ორფაზა ნაკადების ჰიდროდინამიკა, კრიტიკული მასური ხარჯები, თბოგამტარობის სასაზღვრო ამოცანების კვლევა რიცხვითი მეთოდებით, მყარი საწვავის წვის ახალი ტექნოლოგიები; ენერგო სისტემების დამფუძნებელი, მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანელი, იგი ფლობს ტრენერის და ექსპერტის სერთიფიკატებს შენობების ენერგო აუდიტში, რესურსეფექტურობასა და სუფთა წარმოებაში, ენერგო მენეჯმენტში; გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ნორვეგიული კურსი (Energy Saving International – ENSI); ენერგეტიკულ საკითხებზე აქვს ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში მუშაობის 33 წლიანი გამოცდილება. არის გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის (UNIDO) ადგილობრივი ენერგო ექსპერტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე რამდენიმე სამეცნიერო სტატიის და გამოგონების (მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში ბიომასის წვის დანადგარი, თხევადდგუშიანი სტირლინგის თბური ძრავი, პლაზმატრონი – დაბალრეაქტიული საწვავის წვის პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად, ფიქალის ბლოკი – ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა, პიროლიზური ორთქლის ქვაბი და სხვა) ავტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. სადისერტაციო თემა - "BBЭР ტიპის ბირთვულ ენერგეტიკულ რეაქტორებში ავარიული გარდამავალი თბოფიზიკური პროცესების კვლევა და მოდელირება", დაიცვა 1985 წელს. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.335; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge; საქართველოს ენერგო აუდიტი: energyaudit.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |