შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კალისტრატე ქვარცხავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ზუგდიდის მაზრა. 1916 წელს შევიდა ეკატერინოსლავის (ამჟამად დნეპროპეტროვსკი) სამთო ინსტიტუტში, სადაც ერთი წელი სწავლობდა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1930 წელს დაამთავრა თბილისის ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით. მუშაობა დაიწყო აბაშის ჰიდროელექტროსადგურზე ელექტრული ხაზებისა და ქვესადგურების უფროსად; 1932-1945წწ. იყო სადგურის მთავარი ინჟინერი; 1945 წლიდან გადმოიყვანეს თბილისში "საქსოფლელექტროს" აპარატში; 1948-1953წწ. მუშაობდა "საქსოფლენერგოს" საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1953-1963წწ. - სოფლის მეურნეობის სამინისტროში ელექტრიფიკაციის დარგში სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამუშაოზე. სოფლის ელექტრიფიკაციის გაერთიანების შემდეგ მსხვილ ენერგეტიკასთან, გადავიდა სამუშაოდ "საქენერგოს" აპარატში; 1965 წელს დაარსდა "საქმთავარენერგოსთან" საპროექტო კანტორა, სადაც დაინიშნა მთავარ ინჟინრად. პენსიაზე გასვლის შემდეგ დარჩა სამუშაოდ კანტორაში სხვადასხვა თანამდებობებზე. იყო სსრკ სასოფლო-სამეურნეო სამინისტროს სამი გამოფენის მონაწილე, მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები სიგელების და მედლების სახით. 1953 წელს არჩეული იყო ქ. თბილისის "ოქტომბრის" რაიონის დეპუტატად. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.335 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |