The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ბანძელაძე

სოსო ბანძელაძე
ოფიციალური სახელი:იოსებ ბანძელაძე
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1953
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 2018  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:გეთსიმანიის მამათა მონასტერი, მცხეთა
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტორ-რესტავრატორის სპეციალობით 1976 წელს; სადიპლომო ნამუშევარი "ძველი თბილისის ცენტრის რეკონსტრუქცია" 1977 წელს ქ. ტალინში "ოქროს დიპლომით" დაჯილდოვდა.

1975 წლიდან დაიწყო მუშაობა საქ. კულტურის სამინისტროში ძეგლთა დაცვის სამეცნიერო მეთოდური საბჭოს მეცნიერი-თანამშრომელად; 1978 წლიდან მუშაობდა ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოში; 1995 წლიდან იყო რესტავრაციის კვლევით-საპროექტო ინსტიტუტის საქრესტავრაცია - რეგენერაციის განყოფილების გამგედ, საპროექტოს ხელმძღვანელად, დირექტორის მოადგილედ; 2002 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნების და რესტავრაციის ცენტრის ხუროთმოძღვრული ნაგებობების რესტავრაციის დეპარტამენტის უფროსად; 1975-2000წწ. 90-მდე ხუროთმოძღვრული ძეგლის საპროექტო კვლევის, ფიქსაცია და რესტავრაციის პროექტის ავტორია (მათ შორის ორბელის, უწვაშის,  ვახანის, აწყურის და ოქროს ციხეები); ავტორის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები: ძალისის ნაქალაქარის საპროექტო და საკონსერვაციო სამუშაოები (2001) მთათუშეთში "კესალოს" ციხის კომპლექსის რესტავრაცია (2001), "ჯვართამაღლების" ახალი ეკლესია ლენტეხში (2000-2003); აწყურის საკათედრო ტაძრის აღდგენა-გამაგრების პროექტი (2002-2003), ლაბეჭინას მთავარანგელოზის სამრეკლოს რეკონსტრუქცია (2001-2004), პირიქითა ხევსურეთში ციხე-სოფელ მუცოს აზომვა-ფიქსაცია (2004), მუცოს რეაბილიტაციის პროექტი (2008, 2014, "ევროპა ნოსტრას" ჯილდო, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე "საზოგადოების რჩეულის" ნომინაციის გამარჯვებული, ქ. პარიზი, 2019); სვეტიცხოვლის სამრეკლოს რეკონსტრუქცია, ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის რეაბილიტაცია, ზედაზნის მონასტრის სარესტავრაციო-არქეოლოგიური კვლევა, ნაკურალეშის წმ. გიორგის ეკლესიის რეაბილიტაცია, ჟალეთის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები (2002-2006), გონის წმინდა გიორგის ეკლესიის რესტავრაცია (2005-2007), დერჩის ნათლისმცელის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2007), მცხეთის ჯვრის მონასტრის არქეოლოგიური ფიქსაციის ჯგუფის ხელმძღვანელი (2006), (WORLD MONUMENT FUND® Kress Foundation European Preservation Program), მცხეთის ჯვრის რეაბილიტაციის პროექტი (2008, 2013-2014), ბედიანის დედათა მონასტრის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცი (2009-2013), ჭაშლეთის მაცხოვრის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი (2010), თისლის გუმბათიანი ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2013), ქ. ქუთაისში წმ. ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესიის პროექტი (2014), თბილისის დედაციხის (ნარიყალას) რეაბილიტაციის პროექტი, ქასურის წმ. გიორგის ეკლესიის კონსერვაციის პროექტი, ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაციის პროექტი, აწყურის ციხის რეაბილიტაციის პროექტი (2015), წმ. ლუკას სახ ეკლესიის პროექტი სვანეთის ქედზე, მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია ს. მაღლაკში (2016), დავით გარეჯის ლავრის რეაბილიტაციის პროექტი, ნინოწმინდის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი, თელავის ბატონისციხის კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტი (2017), ს. ვანისჭალის ღვთისმშობლის ეკლესიის რეაბილიტაციის პროექტი (2018); იყო ხომლის მთის მასივის მეცნიერულ-არქეოლოგიური შესწავლის და მასზე სამეცნიერო პოპულარული ფილმის გადაღების პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (2009–2011, "შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი"); ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტსა და თბილისის სასულიერო აკადემიის საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერისა და რესტავრაციის ფაკულტეტზე; აქტიურად მონაწილეობდა 1980-იანი წლების ეროვნულ მოძრაობაში; იყო საქართველოს ეროვნული გმირის ზურაბ ჭავჭავაძის თანამებრძოლი, ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" გამგეობის წევრი; აფხაზეთის ომის დაწყებიან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში; 2021 წელს საუკეთესო სარესტავრაციო ნამუშევრისთვის დაარსდა "სოსო ბანძელაძის სახელობის პრიზი". აფხაზეთის ომის ვეტერანი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის "ამქარი", დამფუძნებელი, დირექტორი (2007-2018)
  • საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭო, წევრი
  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამეცნიერო საბჭო, წევრი
  • საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების საბჭო, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: