The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კიკნაველიძე

შალვა კიკნაველიძე
დაბადების თარიღი:1887
გარდაცვ. თარიღი:13 თებერვალი, 1918  (31 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კიკნაველეთი (ახლანდელი საკრაულა), ბაღდათის მუნიციპალიტეტი.

ძმები ყარამან, შალვა, ნიკოლოზ და მანველ (მანუელ) კიკნაველიძეები ამჟამინდელი იმერეთის მხარის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრაულას თემის სოფელ კიკნაველეთიდან (დღეს იწოდება, როგორც საკრაულა) 1905-1907 წლების რევოლუციის დროს ცარიზმის მოწინააღმდეგეთა რიგებში იდგნენ. რევოლუციის მარცხის შემდეგ მათ, შუა აზიის (თურქესტანის) გზით სპარსეთში გადახვეწა მოუხდათ. მაზანდარანის პროვინციაში ძმები ხე-ტყის ბიზნესით დაკავდნენ. ძმები კიკნაველიძეების, განსაკუთრებით, უფროსი ყარამანის სამრეწველო და საქველმოქმედო საქმიანობა საკმაოდ ფართოდ არის გაშუქებული იმდროინდელ და მომდევნო წლების ქართულ პრესასა და წიგნებში. ისინი ზრუნავდნენ მშობლიური სოფლის კეთილდღეობისათვის, აუშენეს და მოუწყეს სკოლა, გაიყვანეს გზა და სხვ. ძმებმა კიკნაველიძეებმა თბილისის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტთა ქალაქის ასაშენებლად შეისყიდეს მიწის ნაკვეთი, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. მათ დიდი დახმარება აღმოუჩინეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, გაზეთ "ალიონის" რედაქციის შენობისათვის თბილისში შეიძინეს მიწის ნაკვეთი და მისი მშენებლობაც დააფინანსეს. ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება"  1918 წლის 13 თებერვალს უკვე სოფელ კიკნაველეთში ძმები კიკნაველიძეებისა და მათი ოჯახის წევრების ამოხოცვის ამბავს იუწყებოდა. 2005 წელს წელს თბილისში დარიალის შესახვევს ეწოდა ძმები კიკნაველიძეების ქუჩა. 

წყარო: კიკნაველეთი ანუ მიწის ყივილის სადღეგრძელო / ბუხუტი ორჯონიკიძე.-2012.-790გვ.; ახალი მასალები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში /რედაქტორები: ნიკოლოზ ნახუცრიშვილი და გიორგი სანიკიძე.-გვ.187-223;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 28


გააზიარე: