The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნონა ზარქუა

ნონა ზარქუა
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:იურისტი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 1992 წელს; 2011 წელს იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მიმართულების დოქტორანტი; 2000 წელს "ტასისი"-ს პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდა სასწავლო პროგრამებში გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, კერძოდ ბერლინისა და ბრემენის სასამართლოებში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში; 2003 წელს მონაწილეობდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მოსამართლეთათვის თემაზე - საარჩევნო სამართალი.

2007 წელს იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მიერ ორგანიზებული სემინარის მონაწილე თემაზე - სამოქალაქო საპროცესო უფლებებთან მუშაობის მეთოდები; 2011 წელს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის ფარგლებში - "სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია სამხრეთ კავკასიაში", მონაწილეობას იღებდა არამატერიალური ქონებრივი სიკეთისა და საკონკურენციო სამართლის მაქს-პლანკის ინსტიტუტში საავტორო და პატენტის სამართლის პრობლემატურ საკითხებზე (მიუნხენი); 1983-1985წწ. წლებში იყო სამტრედიის საწესჩვეულებო მომსახურების კომბინატის საქმეთა მმართველი; 1985-1987წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 საამშენებლო ტრესტის კომპლექტაციის სამმართველოს კადრების ინსპექტორი; 1992-1993წწ. თბილისის იურიდიულ-პედაგოგიური კოლეჯის მასწავლებელი; 1999-2000წწ. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის საქალაქო სამმართველოს იურიდიული სექტორის უფროსი სპეციალისტი; 1994-1996წწ. ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი; 1997-2000წწ. იყო თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი; 2000-2002წწ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2002-2004წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 2002-2005წწ. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2005-2012წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე; 2009-2010წწ. ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი; 2010-2011წწ. კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის (CSL) ლექტორი; 2012-2015წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სამედიცინო მედიაციის სამსახურის", სამედიცინო დავების განხილვისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსი; 2013-2015წწ. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, დირექტორი, დირექტორის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; 2015-2020წწ. სამტრედიის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხონის მუნიციპალიტეტში; 2020 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე.

წყარო: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: