The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ქინქლაძე

ვახტანგ ქინქლაძე
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1992  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროტექნიკური ფაკულტეტი ელსადგურების, ქსელებისა და სისტემების სპეციალობით 1947 წელს.

მუშაობა დაიწყო აწჰესში ელექტროტექნიკური ლაბორატორიის უფროსად; 1950 წლიდან მუშაობდა თბილისში "საქენერგოს" სარელეო დაცვისა და ავტომატიკის სამსახურში, თბილელექტროცენტრალში ლაბორატორიის გამგედ, სამგორის კასკადის ელექტროსაამქროს უფროსად; 1952 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; შემდეგ მუშაობდა ქ. კიევის უმაღლესი საინჟინრო რადიოლოკაციის სასწავლებლის ელექტრული მანქანების და რადიოლოკაციის მოწყობილობის ფაკულტეტზე ლექტორად; 1955 წლიდან - ჩითახევჰესის დირექტორი; 1960 წლიდან - მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე მრეწველობის დარგში; 1963 წლიდან - თბილსრესის დირექტორი; 1969 წლიდან პენსიაზე გასვლამდე - "საქმთავარენერგოს" ცენტრალური ელექტროქსელის დირექტორი. დიდია მისი წვლილი თბილსრესის საპროექტო სიმძლავრით ამუშავების და გაფართოების საკითხის გადაჭრის საქმეში. მისი ხელმძღვანელობით გაიშვა ელექტროსადგურის ექვსი ენერგობლოკი, ელექტროსადგური დაკომპლექტდა კვალიფიციური კადრებით, გადაიჭრა სოციალური საკითხები, სპეციალისტები გაიგზავნა სხვა ქვეყნების მოწინავე ელექტროსადგურებზე გამოცდილების მისაღებად. 2008 წელს ელექტროსადგურის საიუბილეო 50 წლისთავზე თბილისის სრესს მიენიჭა ვახტანგ ქინქლაძის სახელი. არჩეული იყო ქალაქის ტეპუტატად, იყო "საქენერგოს" კოლეგიის წევრი, რაიონული კოლეგიის ბიუროს წევრი. მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.336

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: